NDI: ევროკავშირი - 68%, NATO - 65%, ევრაზიის კავშირი - 31%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-სთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მისაღებია, 41%-სთვის მიუღებელი, ხოლო 27%-მა არ იცის.

ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 68%-სთვის მისაღებია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, 16%-სთვის მიუღებელი, ხოლო 15%-მა არ იცის.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, NDI-ის გამოკითხულთა 68%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს NATO-ს წევრი, 20%-სთვის მიუღებელია, 14%-მა კი, არ იცის.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

tabula.ge

გაზიარება