Dunkin' Donuts სპეციალურად საქართველოსთვის სამარხვო დონატს შექმნის

დანქინ დონატსი ქართული ბაზრის მოთხოვნასთან ადაპტაციის მიზნით, სამარხვო დონატის შექმნას გეგმავს. კომპანიამ ოფიციალურ გვერდზე დასმულ კითხვას, სამარხვო დონატებთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: "არ არსებობს სამარხვო დონატი და ჩვენ ვცდილობთ სპეციალურად საქართველოსთვის შეიქმნას."

Goodnews.ge დაუკავშირდა ვისოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ რუსუდან კბილაშვილს, რომელმაც ინფორმაცია დაგვიდასტურა: "დანქინ დონატსი საქართველოში აქტიურად მუშაობს სამარხვო მენიუს შექმნაზე. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი დანქინ დონატსის ამერიკელი სპეციალისტები, რადგან დანქინ დონატსი ყველა ქვეყანაში სადაც ოპერირებას იწყებს, სრულყოფილად სწავლობს ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნურ, რელიგიურ თუ ტრადიციულ მოთხოვნებს და ითვალისწინებს მათ ადგილობრივი მენიუს შექმნაში."

Dunkin' Donuts პირველად 1950 წელს გაიხსნა კანტონში, მასაჩუტესის შტატში. დღეისთვის ბრენდის ქსელის შემადგენლობაში 11,000–ზე მეტი კვების ობიექტი შედის, მსოფლიოს 33 ქვეყანაში. Dunkin' Donuts-ის პროდუქტების არსენალში 1,000 დასახელებაზე მეტია წარმოდგენილი და როგორც იგეგმება, მათ რიცხვს ქართული, სამარხვო დონატიც შეემატება.

გაზიარება