5%-ს კანონი

არის ასეთი გაგება – ავტოსინქრონიზაცია. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ 5% ერთდროულად აკეთებს გარკვეულ მოქმედებას, ხოლო დარჩენილი უმეტესობა – იმეორებს. თუ შეაშინებთ ცხენების რემის 5%-ს და გააქცევთ, მთელი რემა დაიძვრება ადგილიდან.

ასეთი თვისება ადამიანებსაც ახასიათებთ. ინგლისელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, დიდ მისაღებ ოთახში მოიწვიეს ადამიანები და უთხრეს ემოძრავათ ისე, როგორც სურთ. გარკვეულ ნაწილს კი, მისცეს ზუსტი დავალება, თუ როგორ და როდის ემოძრავათ. ექსპერიმენტიდან გამომდინარე დადგინდა, რომ ადამიანების 5%-მა, რომელიც გარკვეული მიზნით მოძრაობდა, უბიძგა დანარჩენებს იმავე მოძრაობისკენ.

ავტოსინქრონიზაციისთვის უბრალოდ აუცილებელია, რომ ობიექტების უმეტესობა ფლობდეს რაიმე მცირე იდენტურ საინფორმაციო-ალგორითმულ მდგომარეობას.

მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ყველას შეუძლია.მიდით კონცერტზე მეგობრებთან ერთად, დაიწყეთ ტაშის დაკვრა, როდესაც მოგესურვებათ და თქვენ მთელი დარბაზი აგყვებათ.

გთავაზობთ პრაქტიკულ დასკვნას: არ ღირს 20 კაცზე მეტი კოლექტივის შექმნა. 20 ადამიანი/ 100%*5%=1- ეს ერთიანი ლიდერია, ადამიანების რაოდენობის გაზრდას კი დანაკარგები მოჰყვება. აუდიტორიაში, სადაც 30-40 ადამიანია, მასწავლებლისთვის რთულია მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ასეთი პროცესების ამუშავება შესაძლებელია მაშინ, როცა ხალხი იმყოფება თავისი ქმედებების გაუაზრებელ მდგომარეობაში. როდესაც პირადი დისციპლინის კონტროლის დონე ძალიან დაბალია.

ამ მეთოდს ბევრი იყენებს ეგოისტური მიზნებისთვის, ავრცელებს ჭორებს. მაგალითად, თითქოს, რამდენიმე დღეში მაღაზიებიდან გაქრებაგარკვეული საქონელი და როცა შეშინებული 5% გაიქცევა მათ საყიდლად, დანარჩენებიც აყვებიან. როცა საერთო მასის 5%-ს პროვოკატორები წარმოადგენენ,ეს საკმარისია იმისათვის, რათა მშვიდობიანი მიტინგი მასიურ აგრესიად იქცეს

4motivi.com

გაზიარება