15 ივნისი თბილისში უქმედ გამოცხადდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხვალინდელი დღე, 15 ივნისი თბილისში უქმედ გამოცხადდება.
ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.
ასევე, 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ფინანსთა სამისნიტროსთვის, ქალაქ თბილისის მერიისა და მისი ყველა შესაბამისი სამსახურისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით მიიღო.

http://www.interpressnews.ge/

გაზიარება