„რუსეთი მსოფლიო ომისთვის ემზადება და მისი შეტაკება ნატოს ქვეყნებთან 2020 წლისთვის არის მოსალოდნელი“

სამხედრო ექსპერტი, “Новоая газета”-ს მიმომხილველი პაველ ფელგენგაუერი მიიჩნევს, რომ რუსეთი ფაქტობრივად მსოფლიო ომისთვის ემზადება, ნატოს ქვეყნებთან მისი შეჯახება კი 2020 წლის შემდგომ არის მოსალოდნელი. ამასთან, მისი თქმით, დონბასში ომით, რუსეთი მთელ უკრაინაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.

ამის შესახებ ექსპერტმა The Village-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ნატოსთან შეტაკებისთვის ვემზადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ტარდება გადაიარაღების პროგრამა? იმდენი ფული დაიხარჯა ამისთვის. გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა ღიად განაცხადა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მსოფლიო ომისთვის ემზადებიან. ეს პრაქტიკულად გარდაუვალია. ვფიქრობ, 2025 წლისთვის. გადაიარაღების პროგრამა ისეთი გათვლით ჩაუშვეს, რომ 2020 წლის შემდეგ უნდა ვიყოთ მზად ან მსოფლიო ომისთვის, ანდა რეგიონალური კონფლიქტების სერიისთვის, ე.წ. რესურსული ომებისთვის“-განაცხადა ფელგენგაუერმა.

მისი თქმით, რუსული პოლიტიკა „Malthusian trap – მულტიზანური ხაფანგი ამუშავებაზეა“აგებული.

„ მსოფლიო კრიზისი დადგება, რესურსების უკმარისობა იქნება, ამიტომ რუსეთის როლი ამაღლდება, მასთან ერთად რისკებიც გაიზრდება. შესაძლოა, მთელი მსოფლიო დაგვესხას თავს, რომ ბუნებრივი რესურსები წაგვართვან. ჩვენ კი ამ შემოტევის მოგერიებას ვეცდებით. ძირითადი მოწინააღმდეგე რა თქმა უნდა ამერიკაა, ნაკლებად – ჩინეთი. თავდაცვის პერიმეტრი უნდა იყოს აგებული, რომელშიც უკრაინაც შედის. უკრაინის დაკარგვა – ეს პერიმეტრის გარღვევა იქნება, რაც სასიკვდილო სასიშროების წინაშე შეუიარაღებელს გაგვხდის. ამიტომ უკრაინა ნებისმიერი ძალით უნდა შევინარჩუნოთ. ძირითადი პრობლემა, რომელზეც დღეს ყველა სამხედრო თანმხდება, არის ის, რომ უკრაინის მოვლენები უდროოდ დაიწყო, ჩვენ გადაიარაღება ვერ მოვახერხეთ. სჯობდა, რომ ეს 2018-2020 წლებში მომხდარიყო“-მიიჩნევს ექსპერტი.

ამასთან, მისი თქმით, დღეს ნატო რუსეთს რეალურ საშიშროებად მიიჩნევს.

„რამდენიმე კვირის წინ, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომა გაიმართა, რომელზეც რუსეთთან ბრძოლის მზადების პროგრამა დამტკიცდა. მხარი ყველა ქვეყენამ დაუჭირა, უნგრეთის და საბერძნეთის ჩათვლით. არსებობს სერიოზული კონკრეტული ზომები. ნატო ყველაზე საშიშ მიმართულებად ბალტიისპირეთს მიიჩნევს, ამიტომ პოლენეთში სწრაფი რეაგირების ევროპული კორპუსი შეიქმნება. ევროპელები ჯერჯერობით მხოლოდ 30 000 ჯარისკაცის გამოყოფისთვის არიან მზად და ეს საჯარისო დანაყოფები სახელმწიფოებს შორის იქნება განაწილებული, მაგრამ შტაბი მუდმივად იარსებებს. ნატოს აღმოსავლეთ მიმართულებით კიდევ ექვსი დამატებითი შტაბის შექმნას აპირებენ. ავღანეთში ოპერაციის პიკში მონაწილეობას 140 000 ჯარისკაცი იღებბდა, აქაც ამერიკელების ჩათვლით, შესაძლოა ამავე რაოდენობა მოგროვდეს. ძალების მობილიზებისთვის 1-1,5 თვეა საკმარისი“- მიიჩნევს ფელგენგაუერი.

უკრაინაზე საუბრისას ექსპერტმა რუსთის აგრესიის მიზეზი განმარტა.

„ის რაც დღეს დონბასში ხდება proxy-ომივითაა, როგორც ვიეტნამში, ავღანეთში და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი. ცივი ომი და მასთან ერთად მისი ტაქტიკაც დაბრუნდა. რუსეთის მიზანი გასაგებია -უკრაინაზე კონტროლის მოპოვება. რუსეთს დებალცევო არ აინტერესებს, მას კიევი სურს და სანამ მიზანი მიღწეული არ იქნება, კონფლიქტი გაგრძელდება. Proxy-ომები ათეულობით წლების განმავლობაშიც გრძელდება. არავინ მისცემს უკრაინას შესაძლებლობას დასავლეთის მოკავშირე გახდეს, რომ ამერიკული და გერმანული ტანკები პოლტავასთან დადგნენ“-განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

armada.ge

გაზიარება