„ნატო-ს გაფართოება წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის“-გრიგორი კარასინი

„ნატო-ს გაფართოება წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის“-ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ცოტა ხნის წინ პრაღაში გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ნატო-ს გაფართოების საკითხზე ესაუბრება ქართველ კოლეგებს. კარასინის თქმით ამ პროცესს რუსეთი ყურადღებით აკვირდება და საკუთარ პოზიციებს საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებს აცნობს. როგორც კარასინმა აღნიშნა „საქართველოს ხელისუფლებაში ამას აცნობიერებენ.“

„ჩვენ არ გვაქვს დახურული თემები“-განაცხადა კარასინმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი ზურაბ აბაშიძე საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ ნატო-ს საკითხზე საუბარი კარასინთან შეხვედრის ფორმატში არ ყოფილა.

"ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა მესამე ქვეყნებთან არ არის ამ შეხვედრის ფორმატში განსახილველი, ამის შესახებ სიტყვა არ თქმულა,“-აღნიშნა აბაშიძემ.

rustavi2.com

გაზიარება