“Pornhub”-ის თამამი, სოციალური რეკლამა (+18)

შეიძლება უცნაურია, მაგრამ “Pornhub”-ი არაერთი სოციალური პროექტის ავტორია. პორნოინდუსტრიამ შეიძლება გასწავლოთ, როგორ აღმოაჩინოთ კიბო ან გამოიმუშაოთ ელექტროენერგია. “Pornhub”-ის ახალი პარტნიორები გინეკოლოგიური ინსტიტუტი “Alcázar”-ი და “DDB” ბოლივიის განყოფილებაა. ამ სამმა, ლათინო ამერიკის ბაზრისთვის ვიდეო რგოლი გადაიღო. ვიდეო სოციალური სახისაა, თუმცა ამას მაყურებელი მხოლოდ რგოლის დასასრულს იგებს. “ადამიანს ინფორმაცია იმ სახით უნდა მიაწოდო, რა სახითაც გებულობს და მოსმენა/ყურება არ ეზარება. ყველასთან ერთი მიდგომა არ ჭრის და ამ დროს საუკეთესო გამოსავალი უნდა მოძებნოთ, თუნდაც პორნოინდუსტრიის დახმარება დაგჭირდეთ”. marketer.ge
გაზიარება