“ბიუჯეტის გადახედვა თვითმმართველობებსაც მოუწევთ”

ბიუჯეტის გადახედვა თვითმმართველობებსაც მოუწევთ - ამის შესახებ ნოდარ ხადურმა მთავრობს სხდომიდ დასრულების შემდეგ გააკეთა.

"აქტიური კომუნიკაციაა დაგეგმილი ადგილობრივ თვითმმართველობებთან, იმავე მიმართულებით, რომ გადახედონ ბიუჯეტს, რათა მიღწეული იყოს მთავარი პირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ფინანსთა მინისტრს დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტი უნდა წარედგინა. თუმცა, როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ გაირკვა, კოსულტაციები კვლავ გაგრძელდება. საბოლოო ვარიანტი დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

http://www.heretifm.com/

გაზიარება