ქართული ლეგიონი რუსული თავდასხმის მოლოდინში: რა ხდება ფრონტის ხაზზე

რუსეთის რეგულარული არმიის მხრიდან ქართულ ლეგიონზე თავდასხმას ველოდებით. ამის შესახებ განცხადება, უკრაინაში მებრძოლი ქართველთა ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა გააკეთა. „პირველ რადიოსთან“ საუბრისას მამულაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებსი დაძაბული ვითარებაა. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს რუსული სამხედრო ტექნიკისა და რეგულარული არმიის ფართობასშტაბიანი მობილიზება და უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინშია. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის ერთ-ერთი ცენტრი, ქართული ლეგიონის ადგილსამყოფელის გარდა მარიოპოლი იქნება .
„ამ დროისთვის მიმდინარეობს რუსული საჯარისო ფორმირებების შემოყვანა,შემოყავთ ასევე რუსეთის რეგულარული არმია. უკვე გაზრდილია კონცენტრაცია სამხედრო ტექნიკის. შემოყავთ მძიმე არტილერია და ნელ-ნელა რთული მდგომარეობა იქმნება. ჯერ იმდენად არ არის დაძაბული , რომ ვთქვათ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ მაგის მოლოდინში ვართ. სავარაუდოდ რუსული ჯარის შემოყვანის გააქტიურება დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ განცხადებებთან, რომელიც უნდა გაეკეთებინა უკრაინის პრეზიდენტს. ვგულისხმობ ლუგანსკის და დონეცკის ოლქის ბლოკირებას , წყლისა და სხვადასხვა კომუნიკაციების გადაკეტვას. სავარაუდოდ ამას უკავშირდება მიმდინარე პროცესი. ეცადნენ გავლენა მოეხდინათ უკრაინის პრეზიდენტის ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასა და განცხადებაზე. გავრცელებულია აზრი, რომ იქნება შეტევის ცენტრი მარიუპოლზე, მაგრამ სხვადასხვა ექსპერტების განცხადებით, შესაძლოა თავდასხმის ობიექტი იყოს სრულიად მოულოდნელი ადგილი, მაგალითად ის ადგილი, სადაც ქართული ლეგიონია განლაგებული. ჩვენ ვართ 8 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე განლაგებულები, აქაც ძალიან დაძაბული ვითარებაა, მოხდა ლოკალური შეტაკებები და იყო დაბომბვებიც. ნელ-ნელა იძაბება ვითარება და ველოდებით ფართომასშტაბიან შემოჭრას რუსეთის არმიიდან,“-განაცხადა მამუკა მუმლაშვილმა.

http://www.tzona.org/

გაზიარება