უკრაინული მედია: ზღულაძე სამსახურში გაწელილი სვიტერით და უმაკიაჟოდ დადის, კვიტაშვილი „კოფემანია“, გეწაძეს ქალი-მძღოლი ემსახურება

გამოცემა „vesti-ukr.com“-ი შეეცადა უკრაინაში გადასახლებული ქართველი პოლიტიკოსების ცხოვრების დეტალები გაერკვია. „

„ჯანდაცვის მინისტრი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ბინა ჯანდაცვის სამინისტროს მახლობლად, გორკის ქუჩაზე მდებარეობს, რათა საცობებში დრო არ დაიკარგოს“, – გვითხრა პრესმდივანმა ტატიანა ციბამ.

საშუალოდ, ბინის ქირა იქ თვეში 14-23 ათასი გრივნა ღირს. ის სამსახურში სამსახურის ავტომობილით – 28 ათასი აშშ დოლარის ღირებულების „Ford Mondeo“-თი გადაადგილდება. კოლეგების თქმით, მინისტრი-ნამდვილი „კოფემანია“. ის ყავას მთელი დღის განმავლობაში სვამს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე-გლუკსმანი კიევის ცენტრში, პეჩერსკის რაიონში აპარტამენტებს ქირაობს. აქამდე ის შსს-ს სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ნომერი დღე-ღამეში 400-დან 1200 გრივნამდე ღირს. ეს 90-იანების ავეჯით გამოწყობილი, საბჭოთა სტილის ოთახები გახლავთ.

„ეკა მიხეილის ასული სამინისტროს სასტუმროში ცხოვრობდა. ერთი კვირის წინ შსს-ს მახლობლად, ბინაში გადავიდა“, – აგვიხსნა ზღულაძის თანაშემწემ ანასტასიამ. 2 ოთახიანი ბინის ქირა იქ თვეში 14-25 ათასი გრივნა ღირს. შსს-ს თანამშრომლები ამბობენ, რომ ზღულაძეს მძღოლი დაჰყვება: „ის მას როგორც ბავშვს, ისე ადევნებს თვალყურს. რადგან ხანდახან ის შეიძლება ჩაფიქრდეს და დერეფნებში უბრალოდ დაიკარგოს“. სამსახურში ის შეიძლება გამოცხადდეს გაწელილ სვიტერში, აბსოლუტურად უმაკიაჟოდ – ეს მას არ ადარდებს.

მისი ავტობიოგრაფიით თუ ვიმსჯელებთ, ეკას ქმარ-შვილი პარიზში ცხოვრობს. ეს 35 წლის ჩინოვნიკის მეორე ქორწინებაა: 12 წელი მან თბილისელ შოუმენთან იცხოვრა, ხოლო 2011 წელს ცოლად ფრანგ ჟურნალისტსა და რეჟისორს რაფაელ გლიუკსმანს გაჰყვა. ის საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად მუშაობდა. ეკას და რაფაელს ვაჟი ალექსანდრე ჰყავთ. ამჟამად ეკა შეიძლება ითქვას, უკრაინასა და საფრანგეთს შორის იხლიჩება. როდესაც ჩვენ ზღულაძეს დავუკავშირდით, ზუსტად მაშინ ის ქვეყნიდან იყო წასული.

„ოჯახის მონახულებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაწევა პირადი ბიუჯეტიდან ხდება“, – გვითხრა თანაშემწემ.

„ფეისბუქზე“ ეკას გვერდი ცარიელია. როგორც ზღულაძე თავად აღიარებს, ის სოციალური ქსელების მხრივ „დინოზავრია“.

საქართველოს ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი მეგობარი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გია გეწაძე დედაქალურ სასტუმროში ცხოვრობს.

„თუკი მოხერხდება, სამსახურთან ახლოს მინდა ბინის პოვნა. ოჯახის კიევში გადმოყვანა სავარაუდოდ არ გამოვა. ცოლი და უფროსი ვაჟი, რომელიც იურისტია, თბილისში მუშაობენ. ქალიშვილი 13 წლისაა, ის სკოლაში სწავლობს. ხოლო ყველაზე პატარა ოთხი წლის გახლავთ. ისინი მე მომინახულებენ“, – ამბობს გეწაძე.

„ვესტის“ კორესპოდენტის დაკვირვებით ჩინოვნიკი (გეწაძე) კიევში ქალი -მძღოლის საშუალებით ჰეჩბეკ „Mercedes A200“-ით გადაადგილდება. თავისუფალ დროს გეწაძეს უკრაინული ენის შესწავლა სურს, ხოლო თუკი სპორტისთვისაც დარჩება დრო, მაშინ აუზში ცურვა უყვარს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში უკრაინის ხშირი სტუმარია. კიევში ის ბიზნესმენებს კონსულტაციებს უწევს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სააკაშვილის გარემოცვიდან ცნობილია, რომ ის ხუთვარსკვალავიან სასტუმროებში: Hilton-ში ან Fairmont-ში ჩერდება.

საინტერესოა, რომ უკრაინაზე ლოცვის პერიოდში სააკაშვილმა 330 ათასი გრივნის ღირებულების „Rolex“-ი შეიძინა”, – წერს “vesti-ukr.com“-ი.

გაზიარება