უკავშირდება თუ არა პუტინის გაუჩინარება ალინა კაბაევას მშობიარობას?

შვეიცარული ტაბლოიდი Blick სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ალინა კაბაევა წმინდა ანას სახელობის ადგილობრივ კლინიკაში იმყოფება. კლინიკა შვეიცარიის სამხრეთით ტიჩინოს კანტონში, სორენგოს სახელით ცნობილ დაბა ქალაქში მდგ=ებარეობს.

გამოცემის თანამშრომლების ვარაუდით, საავადმყოფოში კაბაევა ბავშვის გასაჩენად მოათავსეს. ტაბლოიდი ერთ-ერთ ადგილობრივ ქალბატონსა და ქალაქში გავრცელებულ ხმებს ეყრდნობა. ინფორმაციას ამ უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით "ეხო მოსკვიც" ავრცელებს.

Blick-ი წერს, რომ წმინდა ანას შვეიცარული კლინიკა გინეკოლოგიური განყოფილების მაღალი დონის სერვისითაა ცნობილი. ამბობენ, რომ იქ სამშობიაროდ მრავალი რუსი მდიდარი ქალბატონი დადის. გარდა ამისა, კლინიკა საინფორმაციო-სარეკლამო შინაარსის მასალას რუსულ ენაზეც ავრცელებს.

ინტერნეტ-გამოცემა Znak.com შვეიცარულ ტაბლოიდზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რამდენიმედღიანი გაუჩინარების მიზეზი ალინა კაბაევას სავარაუდო მშობიარობას შეიძლება უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ გამოცემას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დადასტურება არავისგან მიუღია.

გაზიარება