უგემრიელესი ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

ყველა დიასახლისის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც უჩნდებათ სურვილი სტუმრები გაოცებულები დატოვონ, მაგრამ ყოველთვის სახლში არ მოიძებნება შესაბამისი და საკმარისი პროდუქტები ამისათვის. ასეთ დროს ჩნდება ახალი, ორიგინალური იდეები, რომლებიც უბრალო ინგრედიენტებს მოითხოვს. დღეს სწორედ ასეთ რეცეპტს გაგაცნობთ, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილიც კარტოფილია. დაგჭირდებათ:დიდი, ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი;გამდნარი კარაქი;მარილი;წიწაკა;გახეხილი ყველი;კვერცხი;(სურვილისამებთ შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი და თქვენივე გემოვნებით დაამატოთ რაიმე).მომზადება: 1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე;
2. ჩაის კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ გული კარტოფილს;
3. კარტოფილს შიგნით წაუსვით კარაქი; გემოვნების მიხედვით მოაყარეთ მარილი და წიწაკა;
4. მოაყარეთ კარტოფილს ერთი ფენა გახეხილი ყველი და სურვილისამებრ სხვა რომელიმე პროდუქტიც, მაგალითად - ბეკონი.
5. როდესაც კარტოფილს ნახევრად ამოავსებთ, მოასხით თოხლო კვერცხი (თუ კარტოფილი ძალიან დიდი არაა, კვერცხიც შესაბამისად პატარა უნდა იყოს);
6. ზემოდან კიდევ ერთხელ მოაყარეთ გახეხილი ყველი;
7. გამოცხვეთ კარტოფილი დაახლოებით 20 წუთი;
8. შეგიძლიათ მწვანილიც მოაყაროთ.კერძი მზადაა!სასურველია ღუმელიდან გამოღების შემდეგ, მალევე მიირთვათ კერძი. თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობარ დიასახლისებსა და გურმანებს ეს უბრალო და ამავე დროს შესანიშნავი რეცეპტი!<img src="http://i056.radikal.ru/1508/44/ca42a893ae9a.jpg"><ul class="uiList _2ne _4kg" aria-atomic="false" aria-live="polite" aria-relevant="additions" id="webMessengerRecentMessages"><li class="webMessengerMessageGroup clearfix" id="6034303309557151593"></li><li class="webMessengerMessageGroup clearfix" id="6034303945168743975"><a href="https://www.facebook.com/Teoteko6" data-reactid=".o0"></a></li></ul><a href="https://www.facebook.com/Teoteko6" data-reactid=".o0"></a>

გაზიარება