სომეხმა დამსვენებლებმა ურეკში მაშველები გადაარჩინეს

სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელიც ურეკშია გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 13 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა თავად დასჭირდათ დახმარება, ძლიერი ტალღების და შტორმის გამო, რომელიც შავიზღვისპირეთში დღეს ფიქსირდება,ისინი წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, მათ გადასარჩენად სომეხმა დამსვენებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. საბოლოოდ კი მაშველების გადარჩენა და ზღვიდან გამოყვანა ერთობლივი ძალებით სომეხმა სტუმრებმა შეძლეს.

ლევონ სარქისიანი - "შევესწარით მაშველების თავგანწირვას. მათ გოგო გადაარჩინეს და თვითონ შეექმნათ პრობლემა გამოსვლისას შტორმის გამო. 2-3 წუთი ველოდეთ, გვეგონა შეძლებდნენ მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. არც არავინ იბერტყავდა ყურს. თქვენები იჯდნენ და პლიაჟიდან აკვირდებოდნენ სანახაობას. ამ დროს ტელეფონით დავურეკე სასტუმროში ჩვენს მეგობრებს(კორპორატიული საგზურით 139 ადამიანი ვართ ჩამოსული და აქვე ვიყავით სასტუმროში). უმალ ჩამოვიდნენ, როდესაც ვუთხარი, რომ ქართველი იხრჩობა. ღმერთის წყალობით მაშველი გადავარჩინეთ და მადლიერიც არავინ დარჩა."

გაზიარება