საქართველო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შავ სიაშია

საერთაშორსიო სამოქალაქო ავიაციის შავი სია ადასტურებს, რომ საქართველო უკვე 2 წელია იმ 13 ქვეყანასთან მოიხსენიება, რომლებიც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისს საერთაშორისო ორგანიზაციასთან პრობლემები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გაცემული სერთიფიკატების გამო შეექმნა, რაც უარყოფითად ისახება არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯზე, არამედ ქართული ავიაკომპანიების საქმიანობაზეც.

ადგილობრივ გადამყვანებს საერთაშორისო რეისების შესრულებისას განსაკუთრებული კონტროლის გავლა უწევთ.

საქართველოს გარდა შავ სიაში იმყოფებიან : ჯიბუტი, ბოტსვანა, პაპუა ახალი გვინეა და სხვ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ წერილი ევროკავშირისგანაც მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის რიგებიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სპეციალიტები ამბობენ, რომ წერილი 2013 წელს არის გამოგზავნილი და მას შემდეგ ქართული ავიაციისთვის არაფერი შეცვლილა.

იმ შემთხვევაში თუ საქართველო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის რიგებიდან გარიცხეს, ქართული ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას საერთოდ ვეღარ შეძლებენ.

http://www.tabula.ge/

გაზიარება