საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია 13-მა ქვეყანამ მოახდინა

ამ დროისთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია 13 ქვეყანამ მოახდინა. რატიფიკაცია უკვე მოახდინა: დანიამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, მალტამ, სლოვაკეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა, შვედეთმა, ხორვატიამ, ირლანდიამ, ჩეხეთმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს მოაწერა. ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს.

ხოლო საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე- 2011 წლის დეკემბერში).

მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DC FTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. ასოცირების შესახებ შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

ghn

გაზიარება