სამმა მამაკაცმა 25 წლის სექსმუშაკი ფანჯრიდან გადააგდო

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით ბათუმში, სასტუმროს მეორე სართულიდან სექსმუშაკი გადმოაგდეს. ის ახლა ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გამოძიებამ უკვე დაკითხა რამდენიმე ადამიანი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მეორე სართულიდან გადმოგდებული 25 წლის გ.ხ.-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მას სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადმოაგდო ფანჯრიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიება დაწყებულია. გამოძიების მსვლელობისას დადგიდება ქალი გადმოაგდეს თუ გადმოვარდა მეორე სართულიდან“.

დანაშაულის კვალიფიკაციაც, სავარაუდო, ყველა მოწმის დაკითხვის შემდეგ გაირკვევა. ჯერჯერობით უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

ფანჯრიდან გადმოგდებული გოგონა არ არის საქართველოს მოქალაქე და ის ბათუმში სექსმუშაკად მუშაობდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამბობენ, რომ ქალის დაზიანებაზე წუხელ მათ გამოძახება არ ჰქონიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზარალებული წუხელ პოლიციას არ დაუკითხია.

batumelebi.ge

გაზიარება