სად თხოვდებიან ქართველი ქალები უცხოეთში ყველაზე ხშირად?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯი ენი" კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, თუ რომელ ქვეყნებში ქორწინდებიან ქართველი ქალები ყველაზე ხშირად.

კვლევა ეყრდნობა სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ორგანიზაციამ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროდან მოიპოვა.

ამ მონაცემების მიხედვით, ქართველი ქალები ყველაზე ხშირად სამ ქვეყანაში - თურქეთში, საბერძნეთსა და ისრაელში თხოვდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის მანძილზე არ შეცვლილა. უკანასკნელი წლის განმავლობაში, თურქეთში, საბერძნეთსა და ისრაელში საქართველოს მოქალაქე და ეთნიკური ქართველი 1600-მდე ქალბატონი დაქორწინდა. ქართველი ქალების უცხოეთში დაქორწინების სიხშირით შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები, ასევე, სომხეთი.

აღსანიშნავია, რომ უცხოელებზე დაქორწინების მაჩვენებლით ქართველ ქალებს ბევრად ჩამორჩებიან ქართველი მამაკაცები. ბოლო ერთი წლის მანძილზე, უცხოეთში მხოლოდ 87 ქართველი მამაკაცი დაქორწინდა. მათმა უმრავლესობამ მეუღლეებად რუსეთის მოქალაქეები აირჩია.

გაზიარება