რუსი ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილის გატაცებას აანონსებს, ჟირინოვსკი კი გუბერნატორის ჩაცხრილვით იმუქრება

იგორ კოროტჩენკო, ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთანაა დაკავშირებული, თავის ბლოგტექსტში პირდაპირ აანონსებს მიხეილ სააკაშვილის გატაცებას ან ლიკვიდაციას.

კოროტჩენკო წერს: „ის, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ჩვენ არ უნდა გვაშფოთებდეს. პოროშენკო იყვირებს „სუვერენიტეტის დარღვევაზე“, მაგრამ წავიდეს და ეს თავისი სუვერენიტეტი ტრ**ში გაიკეთოს... სამაგიეროდ კი ნაბიჭვარი, სამხრეთ ოსეთში ხალხის გენოციდსა და რუსეთის სამშვიდობო ძალების ჯარისკაცების მკვლელობაში დამნაშავე სააკაშვილი მიიღებს დამსახურებისამებრ, როცა მოსკოვში საჩვენებელი სასამართლო პროცესი გაიმართება.

პოსტსკრიპტუმი: ალტერნატივის სახით - უცნობი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც სრულიად შემთხვევით მიიმართა ოდესაში გუბერნატორ სააკაშვილის კაბინეტის კონდიციონერისკენ. ხოხოლები ხომ გვარწმუნებდნენ, რომ ასე იმართება გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიც კი...“.

რაც შეეხება ვლადიმირ ჟირინოვსკის, რომელიც არცთუ უსაფუძვლოდაა მიჩნეული კრემლის რუპორად, ის ტელეკომპანია "დოჟდში" სტუმრობისას არანაკლებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს:

"დონბასს დაბომბავთ? კიევს დავბომბავთ. დივერსიებს მოაწყობთ? ჩვენ ყველა თქვენს გუბერნატორს ჩავცხრილავთ, სააკაშვილით დავიწყებთ. მაშინ მათ შეეშინდებათ, მაშინ სხვა ვითარება იქნება ევროპაში და უკრაინაშიც. აბა, შოიგუ, მოიყვანეთ სარაკეტო დანაყოფები სრულ მზადყოფნაში და დაუმიზნეთ ბერლინს, ბრიუსელს, ლონდონს და ვაშინგტონს".

http://www.fmabkhazia.com/

გაზიარება