რიჩარდ ნორლანდი - ჩვენი ფიქრები ზოოპარკის დირექტორთან, მის თანამშრომლებთან და ყველა დაზარალებულთანაა

ჩვენი ფიქრები ზოოპარკის დირექტორთან, მის თანამშრომლებთან და ყველა დაზარალებულთანაა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სულ უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავს და დახმარებისთვის შეერთებული შტატების მზაობაზე ისაუბრა.
"ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომელსაც ტრაგედია შეეხო _ ზოოპარკის დირექტორთან, მის თანამშრომლებთან, ყველა დაზარალებულთან. შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა, გამოგზავნოს აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტები, რომლებიც საქართველოს მოსალოდნელი მეწყერებისა და წყალდიდობების რისკების ანალიზში დაეხმარებიან, რათა შესაძლებელი გახდეს სახიფათო ვითარების მართვა. ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ჩანს, არსებობს უფრო მეტი ძლიერი წვიმის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, ახალი პრობლემები გამოიწვიოს. გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას რისკების შეფასებასა და მართვაში. როდესაც ქართული მხარე მოგვაწოდებს საჭიროებათა სიას იმის შესახებ, თუ რა ფინანსები და დამატებითი ღონისძებები არის საჭირო, განვიხილავთ და შევეცდებით ჩვენი რესურსების მიწოდებას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

http://www.interpressnews.ge/

გაზიარება