მოკლე კაბებში გამოწყობილმა თურქმა მამაკაცებმა ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

თურქეთში კაცებმა ქალების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად მინი კაბები ჩაიცვეს. საპროტესტო გამოსვლები თურქეთში ერთი კვირაა გრძელდება და მას შემდეგ დაიწყო, რაც ავტობუსის მძღოლმა 20 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი მოკლა.

საპროტესო კამპანიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ ქვეყანაში გავრცელებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც ქალის მიერ მოკლე კაბის ჩაცმა პროვოკაციულია.

“თუ მოკლე კაბაა ყველაფერზე პასუხისმგებელი, თუ მისი ჩაცმა ნიშნავს ამორალურობასა და დანაშაულს, თუ ქალი რომელიც მოკლე კაბას იცვამს კაცებს მოწვევას უგზავნის, მაშინ ჩვენც ასევე მოვიქცევით”, – წერს ერთ-ერთი კამპანიის მონაწილე მამაკაცი.

17maisi.org

გაზიარება