მარსზე გასამგზავრებლად 100 კანდიდატია შერჩეული

მარსზე გასამგზავრებლად 100 ფინალისტი შერჩეულია. წითელ პლანეტაზე გადასახლების და ადამიანთა პირველი კოლონიის დაარსების მსრურველთა განაცხადების რაოდენობა 202 000-ს აღემატებოდა. ჯგუფს, რომელიც განაცხადებს არჩევდა, ორი წელი დასჭირდა მარსზე გასამგზავრებლად ცალმხრივი ბილეთის მიღების მსურველი ფინალისტების გამოსავლენად, რომელთა ვინაობაც უკვე საჯაროდაა ცნობილი. "ვიცით რომ ვითვისებთ ჩვენს პლანეტას და დედამიწის შეზღუდულ ბუნებრივ რესურსებს არ შეუძლია გაუძლოს მუდმივად მზარდ მოსახლეობას. გაჩნდა იდეები შესაძლო გამოსავალის ძიებისთვის, მაგალითად, მცურავი ქალაქები ოკეანეებში, თუმცა მიგრაცია მარსზე ყველაზე პოპულარული იდეაა. აღსანიშნავია რომ პირველ ეტაპზე 1000 მსურველი იქნა შერჩეული, ხოლო შემდეგ 660, მესამე შერჩევა მონაწილეებმა ონლაინ ინტერვიუებით გაიარეს.  შემდეგ რაუნდში 50 ქალი და 50 მამაკაცი გადავიდა, რომელთა ასაკიც 19-დან 60 წლამდეა. 39 მათგანი ამერიკიდანაა, 31 ევროპიდან, 16 აზიიდან, 7 აფრიკიდან, 7 კი ავსტრალიიდან. მეოთხე რაუნდის 100 იღბლიანი მონაწილისთვის, რომლებმაც ინდივიდუალურ დონეზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს, შემდეგი გამოწვევა გუნდური მუშაობაა. მათ უნდა გამოაჩინონ თუ რამდენად ეფექტურად შეუძლიათ გუნდთან ერთად ისეთი გამოწვევების გადალახვა, რაც მარსზე ცხოვრებისას შეიძლება გაჩნდეს. მეოთხე რაუნდის შემდეგ დარჩენილი კანდიდატები სპეციალურ ტრეინინგს გაივლიან. საბოლოო ჯგუფი 24 გამარჯვებულისგან დაკომპლექტდება, რომლებიც Mars One-ის თანამსრომლები გახდებიან და დაეხმარებიან მათ 2015 წელს მარსის კოლონიზაციის პროექტის მომზადებაში. სანამ პირველი კოლონისტები მზის სისტემის გავლით წითელი პლანეტისკენ 7 თვიან მგზავრობას შეუდგებიან, Mars One საკომუნიკაციო სატელიტებს ორ როვერს და საწვავის რამდენიმე მისიას გააგზავნის იმ ადგილას, სადაც პირველი ადამაინები დასახლდებიან და იცხოვრებენ. როგორც პროექტის მესვეურები გვამშვიდებენ, თუ ყოველივე ამის გამო გული დაგწყდებათ რომ არ გააკეთეთ განაცხადი - არ იდარდოთ, ახალი შესაძლებლობა ახლო მომავალში კვლავ გამოჩნდება.  წყარო: http://www.iflscience.com

გაზიარება