კალაძე: ენერგეტიკის სამინისტრო 5 მილიონს დაზოგავს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უწყებიდან 5 მილიონი დაიზოგება.

"ენერგეტიკის სამინისტროს რაც შეეხება, კონკრეტულად ეს თანხა 5 მილიონს შეადგენს. ეს თანხა თანადაფინანსებებეიდან დაიზოგება, რომელიც სახელმწიიფოს უნდა გაეღო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პროექტები, რომლებიც აქვს წაროდგენილი ჩვენს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს, შეფერხდება ან არ განხორციელდება. ყველა პროექტი შესაბამისად განხორციელდება, უბრალოდ, ამ თანხის ჩანაცვლება მოხდება დღგ-ს ზედმეტობიდან მიღებული თანხებით", - თქვა კალაძემ.

http://www.tabula.ge/

გაზიარება