ინდირა ჯგერნაიას ეჭვიან ექსბოიფრენდს ნიკა გვარამიამ "ფეისბუქზე" უპასუხა

როგორც ცნობილმა გახდა, მომღერალ ინდირა ჯგერენაიას სიყვარულის ისტორია ბოიფრენდის ეჭვიანობის სცენებმა შეიწირა. ინდირას ყოფილმა შეყვარებულმა ჩათვალა, რომ ინდირას ''ნიჭიერის''ფინალში ნიკა გვარამიამ თანხა იმიტომ გადასცა, რომ მოსწონდა.

რამდენიმე საათის წინ კი ნიკა გვარამიამ ინდირას ყოფილ შეყვარებულს ასე უპასუხა.

''მადლობა ინდირა ჯგერნაიას ასეთი თბილი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც სმს-ის სახით მომწერა... შენ გაგიცნო უფრო ფართოდ საქართველომ. ''ნიჭიერის''შემდეგ და მალე საქართველოს ფარგლებს გარეთაც უნდა გაგიცნონ აუცილებლად. ღირსეულად მოიპოვა ინდირამ კუთვნილი თანხა, ამ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ...''- წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

გაზიარება