ვიქტორ იანუკოვიჩი – როგორც კი შესაძლებლობა მექნება, კიევში დავბრუნდები

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი რუსულ “პირველ არხთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ის რაც შეიძლება მალე სამშობლოში დაბრუნდება. “როგორც კი მექნება შესაძლებლობა, დავბრუნდები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უკრაინის მოსახლეობას ცხოვრება გავუმარტივო”, – განაცხადა იანუკოვიჩმა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ 4 თებერვალს ვიქტორ იანუკოვიჩს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას იმპიჩმენტის წესით არ გადააყენებენ. ვიქტორ იანუკოვიჩი 2010 წლის 25 თებერვალს აირჩიეს უკრანის პრეზიდენტად, გასული წლის თებერვალში კი ის კიევში მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადააყენეს. ამ დროისთვის ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი უცნობია, ის სავარაუდოდ, კვლავ რუსეთში იმყოფება.

timer.ge

გაზიარება