ვაკეში ვეფხვმა სამი ძაღლი დაგლიჯა

ვაკეში, პეტრიაშვილის ქუჩაზე ვეფხვმა ძაღლები დაგლიჯა, – აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია ავრცელებს.

“პეტრიაშვილზე ეხლა 3 ძაღლი შეჭამა ვეფხვმა ( ინფო 100% ). ღმერთო გვიშველე! გთხოვთ, თავი შეიკავეთ, გარეთ არ გახვიდეთ!,” – წერს მარიამ გრიგოლია ფეისბუქზე.

მოსახლეობის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვეფხვი კუს ტბის მიმართულებით წავიდა.

გაზიარება