,,ეს ის დროა,როცა ამ ყველაფრის რომანტიზირება/გაფენტეზება ნძრევაა მარტო'' - თინა მახარაძე

მსახიობი თინა მახარეძე,საქართველოს პატრიარქის ქადაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას გამოეხმაურა, სადაც მან ზოოპარკის დაარსების ისტორიაზე ისაუბრა - ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები..."

,,რომ უნდა იმარჩიელო პირდაპირი მნიშვნელობით*,ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ უყო პირი ადამიანებს,დათვი რომ ფანჯრიდან არის ჩამოსახსნელი,ვეფხვები რომ ტროტუარზე მიჩაჩანაკებენ,ლომებსა და აფთრებს ყიჟინით კლავენ ქუჩებში და გამზირებზე,ბეჰემოტი რომ ჭადარს წიწკნის,ბავშვების ხმაურის მაგივრად რომ ვერტმფრენებისა და ეკლესიის ზარების ხმა ისმის ეზოებიდან,მთა რომ მართლა მოწყდა და მივიდა მუჰამედთან და ამ დროს მუჰამედა საკვირაო ქადაგებაში აცხადებს,ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ამ ადგილზე ვერ გაიხარებს (ახია თქვენზეო),კია ეს ყველაფერი ცოტა კობო აბესა და ცოტაც კორტასარის სტილში აღსაწერი, ანდაც ბრიულოვის პომპეის უკანასკნელი დღის ტონებში ჩასახატი,მაგრამ ეს ის დროა,როცა ამ ყველაფრის რომანტიზირება/გაფენტეზება ნძრევაა მარტო და "უმიზეზო თესლდანთხევა",არც დადანაშაულება-თითის გაშვერა/მოკაკვა/ბრაწის ჩვენებაა დროული.
ტრაკი უნდა ავწიოთ,ქუჩაში გავიდეთ და ერთმანეთს მივხედოთ.ერთმანეთი გვყავს საშველი,თორე საშველი თავისით არ არის'', - წერს მსახიობი.

http://infotime.ge/

გაზიარება