ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.17 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.17 ლარია ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა. ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 21 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1771 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1472 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0299 ლარი შეადგინა.

გაზიარება