ერდოღანი: ჩემი ნატვრაა, დაკარგულები უმოკლეს დროში უვნებლად იპოვონ

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საქართველოში მომხდარი სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ, რაც 12 ადამიანის დაღუპვის, მრავალი ადამიანის დაკარგვისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგის მიზეზი გახდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ სამწუხარო შემთხვევის დროს დაღუპული ჩვენი ძმების სულები“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

ერდოღანი თურქი ხალხის სახელით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, თქვენ და თქვენი სახით სრულიად ქართველ ხალხს. ჩემი ნატვრაა, რომ დაკარგულები უმოკლეს დროში უვნებლად იქნენ ნაპოვნი. დარწმუნებული იყავით, რომ თურქეთი მზადაა, ამ საკითხში საქართველოს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს“, - ნათქვამია რეჯეფ ტაიფ ერდოღანის წერილში.

თბილისში გუშინ მომხდარ სტიქიას ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20-ზე მეტ დაკარგულ მოქალაქეს კი, ამ დრომდე ეძებენ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქართველ ხალხს სამძიმარი ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერემაც გამოუცხადეს.

გაზიარება