ეკონომიკა

ტყემალაძე: ლარის კურსის გასწორებას მუხლმოდრეკით მუშაობა სჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, ლარის კურსის დასტაბილურებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კი არა, "მუხლმოდრეკით მუშაობა" სჭირდება. მისივე თქმით, "ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი მონდომებულია იმისთვის და ზოგიერთი მაუწყებელიც უწყობს ხელს იმაში, რომ რაც შეიძლება მაღლა აწიოს ტემპერატურა ამასთან მიმართებაში და ხალხი ჩააგდოს პანიკაში,".

"რიგგარეშე სხდომით არ გასწორდება ლარის კურსი. ლარის კურსის გასწორებას რიგგარეშე სხდომა კი არა, მუხლმოდრეკით მუშაობა სჭირდება" - განაცხადა დეპუტატმა.

გაზიარება

დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 25 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2619 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.1971 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0648 ლარი შეადგინა.
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაშიც დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ერთი ევროს შეძენა 2.5573 ლარად არის შესაძლებელი. 21 თებერვლის მონაცემებით კი, 1 ევრო 2.4688 ლარი ღირდა.

გაზიარება

ლარის კურსის გაუფასურების გამო სახელმწიფო საგარეო ვალი 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა

ლარის კურსის მნიშვნელოვნად გაუფასურების გამო, სწრაფად იზრდება ლარში გამოხატული საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი.

გაზიარება

დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

გაზიარება

კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდა 2%-დან 2.5%-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა 2%-დან 2.5 % -ის ფარგლებში იქნება.

გაზიარება

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას მიმართავს

ოპოზიციური პარტიები და ექსპერტები, მოუწოდებენ ხელისუფლებას სასწრაფოდ გადადგს რადიკალური ნაბიჯები, როგორც ბიუჯეტის სეკვესტრირების, ასვევ გადასახადების შემცირებისა და სხვადასხვა პროექტების შეჩერების მიმრთულებით.

გაზიარება

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია

ეროვნული ვალუტის დევალვაციას გავლენა შეიძლება ელექტროენერგიის ტარიფზეც ჰქონდეს და ბუნებრივი აირისგან განსხვავებით, ეს ცვლილება ყველას შეეხება.
გაზიარება

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.17 ლარია

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა.

გაზიარება

უცოდინარი მეფუტკრეები და თაფლში აღმოჩენილი ანტიბიოტიკების ნარჩენები

ევროკავშირს თაფლის შემოწმებასთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები აქვს. ამ მოთხოვნებიდან ყველაზე მთავარი თაფლში ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების დადგენაა.

გაზიარება

ლარი კიდევ ექვსი თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 20 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.1472 თეთრი ეღირება. ეროვნული ვალუტა კიდევ ექვსი თეთრით გაუფასურდა. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვალს დადგენილი კურსი 2.0839 ლარი იყო.

გაზიარება

Pages