ეკონომიკა

"მარტო 1 თვეში მივიღეთ 5 მილიონიანი მოგება. ეს მოგება მოვიდა ჩვენი ხალხის გაღატაკებიდან" - რიკო კრედიტის დამფუძნებელი

"გადაფასებებით მარტო 1 თვეში მივიღეთ 5 მილიონიანი მოგება. ეს მოგება მოვიდა ჩვენი ხალხის გაღატაკებიდან", - ამის შესახებ რიკო კრედიტის დამფუძნებელმა ლაშა ნიკოლაიშვილმა "რეაქციის" ეთერში, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ლარის გაუფასურების გამო საფინანსო ინსტიტუტებმა კოლოსალური შემოსავლები მიიღეს.

გაზიარება

ლარის კურსის გასამყარებლად სახელმწიფო ქონების გაყიდვას აპირებს

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა "თბილისი მერიოტში" გამართულ შეხვედრაზე ბიზნესმენებს ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინეს. გიორგი კვირიკაშვილი სიტუაციიდან გამოსავალს საპრივატიზაციო პროცესის გააქტიურებაში ხედავს. მინისტრმა ბიზნესკომპანიებს დღეს გამართულ შეხვედრაზე უკვე წარუდგინა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც საპრივატიზაციოდ გაიტანენ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას პრივატიზაციდან, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს".

გაზიარება

დოლარის ფასი 2.30-დან 2.35 ლარამდე მერყეობს

ერთი აშშ დოლარის ღირებულება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 2.30-დან 2.35 ლარამდე მერყეობს. სხვადასხვა კომერციულ ბანკებში კი დოლარის ყიდვა 2.31-დან 2.36 ლარად არის შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეის მდგომარეობით 2.1971 ლარია.

interpressnews.ge

გაზიარება

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 2014 წელს $124 მილიონით შემცირდა

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა გასული წლის მანძილზე $124 მილიონით შემცირდა და მან 2014 წლის ბოლოსთვის $2,677 მილიარდი შეადგინა.

გაზიარება

იანვარ-მარტში საქართველომ 900 მილიონი დოლარის საგარეო ვალი უნდა დაფაროს

2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვალის დასაფარად გადასახდელი აქვს დაახლოებით 900 მილიონი დოლარი. აქედან, $93 მილიონი გადასახდელი აქვს მთვრობას, 8 მილიონი - ეროვნულ ბანაკს, 261 მილიონი - კომერციულ ბანკებს, სხვა კერძო და სახელმწიფო კომპანიებს - 540 მილიონი დოლარი.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იწვევს ქვეყნიდან დოლარის გადინებას და უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე. აღნიშნული ფაქტორის განეიტრალება უნდა მოხდეს ახალი ინვესტიციების და კრედიტების მოზიდვით.

forbes.ge

გაზიარება

გაინტერესებთ რამდენით შემცირდა თქვენი ქონება ლარის კურსის ცვლილების გამო? - შეგიძლიათ გადაამოწმოთ

Forbes-ის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, ქონება ამჟამად 5,200,000,000 აშშ დოლარია. მას რომ ფული ლარებში ჰქონოდა შენახული, ამ 3 თვის განმავლობაში, ლარის კურსის ცვლილების გამო, მისი ქონება 800,000,000 აშშ დოლარით შემცირდებოდა.
ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ, რა გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებამ თქვენს ქონებაზე:
http://visuals.jumpstart.ge/lari/ka/#.VOXtvH8r8Sw.facebook

გაზიარება

აუდიტის სამსახურმა 210 მლნ ლარის ფინანსური დარღვევები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს ჩატარებული ფინანსური შემოწმების შედეგად 210 მილიონი ლარის ოდენობის დარღვევები გამოავლინა.
გენერალური აუდიტორის წლიური მოხსენების თანახმად, რომელიც პარლამენტშია შესული, ჩატარებული აუდიტების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 555 ათასი ლარი დაბრუნდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს 64 ანგარიში მიეწოდათ.

გაზიარება

ბანკ „ქართუს“ მოგება 17,5-ჯერ გაეზარდა

ბანკმა „ქართუმ“, ამ წლის პირველი კვარტალი 11.532 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც გასული წლის მარტის ბოლოსთვის მიღებულ 657.262 ათასი ლარის მოგებასთან შედარებით 17,5-ჯერ მეტია.

გაზიარება

ელექტროველოსიპედების გაყიდვა საქართველოში უკვე დაიწყო

საქართველოში ელექტროველოსიპედების გაყიდვა დაიწყო. „ალიანს ჯგუფმა" პროდუქცია ჩინეთიდან შემოიტანა.

გაზიარება

ქადაგიძე: ეროვნულ ბანკზე თავდასხმები არა მე, არამედ ქვეყნის ეკონომიკას ვნებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხა.

გაზიარება

Pages