ალასანია: აბაშიძე ივანიშვილის ინსტრუმენტია და NATO-ში ინტეგრაციას აფერხებს

გული მწყდება იმის გამო, რომ ბატონი აბაშიძე, რომელთანაც არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ადამიანური ურთიერთობებიც მქონდა, ივანიშვილის ხელში იქცა ინსტრუმენტად, რომლითაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ფერხდება. მე ვურჩევდი მას, რომ მართლაც არ შეიტანოს ის როლი ჩვენი და ნატოს ურთიერთობებში, რაც სამწუხაროდ, უნდა ივანიშვილს. დატოვოს თანამდებობა და არ გახდეს ამ ძალიან სახიფათო და ბინძური თამაშის ნაწილი.

2 მარტი, 2015 თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადება შეაფასა. აბაშიძემ ალასანიას არაკომპეტენტური უწოდა.

tabula.ge

გაზიარება