აზიური კინოს დედოფალი გარდაიცვალა

ჰონგკონგში ჩინელი მსახიობი და მომღერალი ქალი ლი ლიხუა 92 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety იუწყება. მას „ აზიური კინოს დედოფალს“ უწოდებდნენ. ლი ლიხუა კინოსტუდია Shaw Brothers-ის რამდენიმე მსახიობიდან ერთ-ერთია, ვინც ამ საპატიო ტიტულს ატარებდა.

1930-იან წლებში ის შანხაის კინემატოგრაფის ოქროს ხანის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი იყო. ლი ლიხუა ასევე არის პირველი ჩინელი მსახიობი, რომელსაც ჰოლივუდში გადაღების პატივი ერგო.

მსახიობი 100-ზე მეტ ფილმში მონაწილეობს.

გაზიარება