ადიდებულმა ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა

ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. სტიქიამ, სავარაუდოდ, 20-მდე ძაღლი იმსხვერპლა, ნაწილი კი - მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა. თავშესაფრის პირველი სართული მდინარემ მთლიანად დაფარა. ადგილზე სულ 450 ძაღლი იმყოფებოდა. დაწესებულების თანამშრომლებმა მათი ნაწილის გამოყვანა გალიებიდან საკუთარი ძალებით შეძლეს. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. http://rustavi2.com/
გაზიარება