აგრესიული ბავშვი - მიზეზები და მშობლების ქმედებები

როდესაც პატარა ანგელოზი უცებ მიიღებს საზიზღარ გამომეტყველებას და დაიწყებს ჩხუბს, ეს ქმედება ყოველთვის შოკში აგდებს უფროსებს. ყველაზე ადვილია ვიფიქროთ, რომ ბავშვი არ არის კეთილი ან ცუდად აღზრდილია. ძნელია მიაგნო მიზეზს და გამოიტანო შესაბამისი დასკვნა. და მაინც ეს ერთადერთი სწორი გზაა.

თავიდანვე თავდაცვითი რეაქცია აქვს
„მე ცუდი ვარ და იმიტომ ვიქცევი ცუდად“, - ამბობს პატარა. ასეთი ბავშვები ძალიან მტკივნეულად რიაგირებენ ყველაზე მსუბუქ კრიტიკაზეც კი.
თქვენი ქმედება - რაც შეიძლება ხშირად შეაქეთ ბავშვი, ნუ შეგრცხვებათ გამოავლინოთ სიყვარული მის მიმართ. არასოდეს უთხრათ: „ შენ ცუდი ხარ და იმიტომ იქცევი ასე“, „მე არ მომწონს, შენი საქციელი“. ყურადღება ქცევაზე გაუმახვილეთ და არა იმაზე, რომ თვითონ არის ცუდი.

შიში
თავდაცვითი აგრესია. ზოგიერთი ბავშვი, რომელსაც ნეგატიური დამოკიდებულება ავს თანატოლებთან, ნაკლებად ურთიერთობს მათთან ან ეშინია, თავიდანვე აგრესიას გამოხატავს და თავსაც ესხმის ხშირად - ეს მისი თავდაცვაა.
თქვენი ქმედება - ასწავლეთ ბავშვს სიტყვიერად გამოხატოს თავისი უკმაყოფილება და ემოციური მდგომარეობა (ეს სასარგებლოა სხვა სიტუაციებისთვისაც), ხელი შეუწყვეთ, თანატოლებთან მეტი ურთიერთობა ჰქონდეს.

რეაქცია უარზე
ბავშვი ვერ იღებს იმას, რაც მას სურს,- და ავლენს აგრესიას. ეს დაკავშირებულია საკუთარი თავისუფლების შეზღუდვასთან. მაგ: უარი მეგობრების შერჩევისას, ასევე ტანსაცმლის შერჩევის დროს.
თქვენი ქმედება - გონივრულ ჩარჩოებში აუცილებელია დართოთ ნება ბავშვს იყოს დამოუკიდებელი. უარის შემთხვევაში შეეცადეთ არგუმენტებით აუხსნათ უარის მიზეზი და მელევე გადაატანინოთ ყურადღება. თუ ბავშვის სურვილი უდროოა, გადართეთ მისი ყურადღება სხვა რამეზე ან შესთავაზეთ კომპრომისი: "ჩვენ ამას გავაკეთებთ მოგვიანებით“. დაადგინეთ ქცევის წესები, თითოეული პუნქტი გაიარეთ ბავშვთან ერთად.

არ იცის როგორ გაჩერდეს
ბავშვმა იცის, რომ ცუდად იქცევა, მაგრამ თვითონ მარტო ვერ უმკლავდება საკუთარ ემოციებს.
თქვენი ქმედება - გააჩერეთ ბავშვი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაეხმაროთ აგრესიის დროს. ბავშვის აგრესია უმაღლეს დონემდე გაიზარდა? გამოიყენეთ ძალა: მიდით ბავშვთან უკნიდან და
შემოხვიეთ ხელები. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თქვენ გინდათ დაამშვიდოთ იგი და არა თავს დაესხათ და გამოავლინოთ აგრესიულობა.

დაღლა
როდესაც ბავშვები იღლებიან, იზრდება ნერვული აგზნებადობა, ამის შემდეგ ისინი უფრო მეტად ღიზიანდებიან და ყველაფერი მთავრდება „აფეთქებით“.
თქვენი ქმედება - ასეთ მდგომარეობაში ბავშვს უჭირს თვითდამშვიდება. ამიტომ მიეხმარეთ: ჩაეხუტეთ, ჩაისვით კალთაში, აქანავეთ პატარა ბავშვივით და ყურში უჩურჩულეთ რაიმე მოსაფერებელი სიტყვები. ყველანაირი მოძრავი თამაშები შეწყვიტეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე, ასევე კომპიუტერი, მობილური და ა.შ. ყველაფერი, რაც მას აღაგზნებს და გააღიზიანებს. შეეცადეთ დაიცვათ დღის რეჟიმი - აგრესიისკენ მიდრეკილი ბავშვისთვის სრულფასოვანი ძილი აუცილებელია.

აგრესიის გადამისამართება
„როგორც მე მექცეოდნენ, მეც ისევე მოვექცევი სხვას“. თუ ოჯახში გამუდმებით ჩხუბი და უთანხმოებაა, ბავშვი იღებს ამ ქცევის სტილს სათავისოდ. ასეთ ოჯახებში ბავშვებს ხშირად სჯიან არასამართლიანად. რაც მეტ მოთხოვნებს უყენებენ ბავშვს, მით უფრო აგრესიული ხდება მისი ქცევა.
თქვენი ქმედება - გადახედეთ თქვენს შიდა ოჯახურ ურთიერთობებს და ბავშვთან ურთიერთობის სტილს.

ძალაუფლების წყურვილი
საუბარია ისეთ ბავშვებზე, რომლებიც ფიქრობენ: „მე არავის ვჭირდები და არცაა საჭირო“. მათ ისწავლეს თავდასხმა - თავდაცვისთვის. ისინი მივიდნენ დასკვნამდე - იყო მთავარი და ძლიერი - სასიამოვნოა.
თქვენი ქმედება - საჭიროა მოიხვეჭოთ ავტორიტეტი. ასეთი ბავშვისთვის ავტორიტეტი არის ძალა და სამართლიანობა; თქვენ მოგიწევთ გახდეთ ძლიერი და სამართლიანი. და როდესაც მიხვდებით, რომ თქვენი ავტორიტეტი არ იწვევს ეჭვს, საჭირო დროს შეგიძლიათ თავდაჯერებით უთხრათ: „მე არ დავუშვებ იმას, რასაც შენ აკეთებ.“ და ის აუცილებლად გაიგონებს თქვენს ნათქვამს.

mshoblebi.ge

გაზიარება